23 თებერვალი 2025,   02:07
ვრცლად
"ის კანონები, რომელსაც იღებენ "ქართული ოცნების" წევრები, მიმართულია იმისთვის, რომ შეასუსტონ და დაშალონ დღევანდელი პროტესტი" - ტატა ხვედელიანი

ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი და მედიის შესახებ კანონპროექტი- პარლამენტი მომდევნო კვირიდან ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციისთვის მიუღებელია, საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდება.

"ყოველ ჯერზე ამბობდნენ, რომ არის ერთი ვერსია სრული ანალოგი და მეორე ვერსია იყო განსხვავებული, მაგრამ მესამეჯერ შემოაქვთ ერთი და იგივე ტექსტი. ვნახოთ, რა იქნება შემოტანილი. ჩვენ, ცხადია, მაინც გავეცნობით, მაგრამ FARA-ს შემოტანის მიზნებიც, ყოველ ჯერზე, გამოყენებულია "ქართული ოცნების" მხრიდან პროპაგანდისტული მიზნით," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ამ კანონპროექტებს პროტესტის ჩასახშობად იყენებს.

"ის კანონები, რომელსაც იღებენ "ქართული ოცნების" წევრები, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ შეასუსტონ და დაშალონ დღევანდელი პროტესტი. რა სეგმენტზე იქნება მიმართული ეს კანონები - ეს იქნება მედიის ჩარჩოებში ჩასმისთვის თუ "ენჯეოების" წინააღმდეგ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ისინი რეაქტიული ფორმით ახდენენ ამ პროტესტზე პასუხის გაცემას," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

დღის ამბები