
"ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპით გათვალისწინებული ბოლო 6 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებული მძევლების ასაკი 23-დან 40 წლამდეა. შეთანხმების პირობების თანახმად, სანაცვლოდ, ისრაელმა 620 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე "ჰამასს", მინიმუმ, 33 მძევლის გათავისუფლება ევალებოდა იმ 100-დან, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე, ღაზაში რჩება 59 მძევალი, რომელთა ნაწილიც, ისრაელის ინფორმაციით, უკვე დაღუპულია.
თავის მხრივ, ისრაელს 1000-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომელთა ნაწილიც უკვე თავისუფალია.