23 თებერვალი 2025,   08:56
ვრცლად
საფრანგეთში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა - რამდენიმე კი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მამაკაცმა ორი პოლიციელი მძიმედ დაჭრა, ერთი კისერში და ერთი გულმკერდის არეში. კიდევ სამი პოლიციელი კი მსუბუქად დაშავდა.

ინციდენტი ბაზრის მახლობლად მოხდა.

დღის ამბები