
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) და "მწვანეები" (GRÜNE).
წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ამომომრჩველთა 29% "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს" უჭერს მხარს, 20.6%-ით, რეიტინგში მეორე ადგილზეა "ალტერნატივა გერმანიისთვის", შემდეგ "სოციალ-დემოკრატიული პარტია" 15.5%-ით, "მწვანეებს“ კი 12.9% აქვთ.
ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.