23 თებერვალი 2025,   01:58
ვრცლად
"ეს არის ტიპური ამერიკული კანონპროექტი და მისი ერთადერთი მიზანი არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა" - დავით მათიკაშვილი ამერიკული FARA-ს ანალოგ კანონპროექტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის კანონის" ნაცვლად, პარლამენტი მიიღებს ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგს და შესაბამისად, ყველა მცდელობა, რომელიც ამ კანონისთვის "რუსული კანონის" დარქმევას შეეცდება, მორალისგან იქნება დაცლილი.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მიღების ერთადერთი მიზანი, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა.

"ზუსტად ის საკანონმდებლო ნორმები, რომელიც აშშ-ში მოქმედებს იქნება გადმოღებული საქართველოში. [წარმოიდგინეთ], რა დონის მორალისგან დაცლილი იქნება ნებისმიერი მცდელობა, რომელიც შეეცდება, რომ ამ კანონს დაარქვას რუსული. ეს არის ტიპური ამერიკული კანონპროექტი და მისი ერთადერთი მიზანი არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, შემოდინებული თანხების გამჭვირვალობა და იმ პირთა მიმართ, ვინც ეცდება თავი აარიდოს საკანონმდებლო რეგულაციას, იმავე მიდგომით სარგებლობა, რაც არის აშშ-ში," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგსა და მედიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას პარლამენტი მომდევნო კვირიდან იწყებს. კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციისთვის მიუღებელია, საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდება.

დღის ამბები