23 თებერვალი 2025,   01:33
ვრცლად
დავალიანების ჩამოწერის შემდეგ გაუქმდება იძულებითი ღონისძიებები, რაც იპოთეკის და ქონების ყადაღას გულისხმობდა - საგადასახადო ამნისტია 66 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს შეეხო 

66 000 ფიზიკურ პირს, 425 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. პროგრამა გულისხმობს 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების განულებას. დავალიანების ჩამოწერის შემდეგ იძულებითი ღონისძიებებიც გაუქმდება, რაც იპოთეკის და ქონების ყადაღას გულისხმობდა:

"შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნულ ფიზიკურ პირებს, შესაბამისი დავალიანებები პროგრამულად ეწერებათ. მათ ჩამოწერას, მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე სჭირდება. თუმცა, მნიშვნელოვანი ვაცნობოთ ჩვენს გადამხდელებს, რომ თუ მათ აქვთ განცდა, რომ უნდა ჩამოწეროდათ დავალიანება და არ ჩამოეწერათ, უფლება აქვთ განცხადებით მოგვმართონ. განცხადების წარდგენა მარტივია - შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ონლაინ პორტალით,"- აცხადებს საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი იონა კიზირია.

 

დღის ამბები