23 თებერვალი 2025,   01:55
ვრცლად
ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალი "გიზ-გიზი" გრძელდება

ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალი "გიზ-გიზი" გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალს წელს მეორედ სვანეთი მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. "გიზ-გიზის" ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

გიზ-გიზი" ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

22-23 თებერვალს, მესტიაში ფესტივალი "გიზ-გიზი" გაიმართება. ამ პერიოდში, მესტია მასპინძლობს "ფრი რაიდის" მსოფლიო ტურს. ამ პერიოდში ძალიან ბევრი უცხოელი სპორტსმენი ჩამოდის მთის კურორტზე. შესაბამისად, ტურისტებისთვის, მოგზაურებისთვის უცხოელი სპორტსმენებისთვის აღნიშნული ფესტივალი "გიზ-გიზი" წელს, უკვე მეორედ გაიმართება. მონაწილეობას ადგილობრივი მეწარმეები იღებენ და ეს, რა თქმა უნდა, მათთვის მაღალი მოტივაციაა. ასევე, აღსანიშნავია, რომ "ფრი-რაიდის" და "გიზ-გიზის" ფარგლებში, მესტიას სამი პრეს-ტური ეწვევა - იაპონიიდან, იტალიიდან და შვედეთიდან. უცხოელი ჟურნალისტები მოინახულებენ, როგორც მთის კურორტს, ასევე დაესწრებიან ფესტივალს და მსოფლიო ტურს ფრი-რაიდში.

მოგვიანებით, საქართველოს შესახებ, საერთაშორისო მედიაში არტიკლები დაიწერება,"- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

 

დღის ამბები