22 თებერვალი 2025,   19:38
ვრცლად
"მადლობა ჩვენს ბიჭებს შესანიშნავი თამაშისთვის" - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს "ევრობასკეტზე” ასპარეზობის უფლების მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს "ევრობასკეტზე" ასპარეზობის უფლების მოპოვებას ულოცავს. პრეზიდენტი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"გილოცავთ! საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ "ევრობასკეტზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

მადლობა ჩვენს ბიჭებს შესანიშნავი თამაშისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც დღეს თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ამ გამარჯვებით აჩუქეს.

წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალ მატჩებში! დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო კალათბურთელები საქართველოს მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ!" - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ზედიზედ მეექვსედ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე ითამაშებს.

 

დღის ამბები