21 თებერვალი 2025,   18:40
ვრცლად
სებ-ის პრეზიდენტი - ვმოქმედებთ კანონისა და ჩვენი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში

ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ქმედება კანონითაა განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისის საოლქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვიის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ბანკებს სანქციებსა და ჯარიმებს აუცილებლობის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად უწესებს და "ქართუ ბანკის" შემთხვევაშიც ასე მოიქცა.

"ნებისმიერი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი არ უნდა დაჯარიმებულიყო, ან მოსაზრება რომ სპეციალურად იყო დაჯარიმებული, უსაფუძვლოა, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ მოიკვლიოს და მსგავს შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, "ქართუ ბანკის" დაჯარიმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა გამოთხოვილი დოკუმენტების ანალიზისა და საჯარო განცხადებების ერთობლიობის საფუძველზე.

დღის ამბები