
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ კახეთში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. დიდთოვლობამ ელექტროქსელის ნაწილის დაზიანება გამოიწვია.
ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სოფლების ნაწილს. დიდთოვლობის გამო, გზებზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია და ეს აღდგენით სამუშაოებს ართულებს.