22 თებერვალი 2025,   10:25
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა, შეწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, იქნება რეალიზებული" - ლადო ბოჟაძე

"ტრამპის ეს დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი, დამოკიდებულება ზელენსკისადმი ახალი სულაც არ არის," - ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე დონალდ ტრამპის კრიტიკას უკრაინის პრეზიდენტის მისამართით.

მისი თქმით, ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა, რომ ის რომ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ არ იქნებოდა.

"ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა იმაზე, რომ ის რომ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ არ იქნებოდა. ამიტომ, ტრამპის ეს დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი, დამოკიდებულება ზელენსკისადმი ახალი სულაც არ არის. მაგრამ, ის, რომ ზელენსკი ასე ცუდად შეხვდა ტრამპის ამ განცხადებას და ზოგადად, სამშვიდობო გეგმას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩენს გარკვეულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო თავის დროზე ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა, რამდენად იყო თუნდაც ამ სამი წლის განმავლობაში საშუალება იმისა, რომ მშვიდობა დამყარებულიყო უკრაინაში და რამდენად არსებობენ ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობით. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ეს ინიციატივა, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა, შეწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, იქნება რეალიზებული," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.

 

დღის ამბები