
შრი-ლანკაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დაღუპული დარბაზში ბრალდებულის, ხოლო დამნაშავე ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა. ადგილობრივი საგამოძიებო უწყების ცნობით, იარაღის შეტანაში მკვლელს მისი მეგობარი ქალი დაეხმარა. შემთხვევა ოთხშაბათს, შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში მოხდა.
თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის მალევე ცხელ კვალზე აიყვანეს. რაც შეეხება საქმის თანამონაწილეს; 25 წლის იშარა შევანდი ჯერ კიდევ თავისუფალია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოებია გამოცხადებული.