ლაგოდეხის სოფლებში, ბაღდადსა და გვიმრიანში საბავშვო ბაღის ახალი შენობები გახსნეს
21-02-2025 18:09
ლაგოდეხის სოფლებში, ბაღდადსა და გვიმრიანში საბავშვო ბაღის ახალი შენობები გახსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით და ინვენტარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულ პროექტებზე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.