22 თებერვალი 2025,   10:36
ვრცლად
ინტენსიურმა თოვლმა რეგიონებში პრობლემები შექმნა - თოვლის საფარი აჭარაში ნახევარ მეტრს აჭარბებს

ინტენსიურმა თოვლმა რეგიონებში პრობლემები შექმნა. ნახევარ მეტრს აჭარბებს თოვლის საფარი აჭარაში - მათ შორისაა ბათუმი, ხელვაჩაური და ქობულეთი. იწმინდება საავტომობილო გზები და ტროტუარები.

იყრება ტექნიკური მარილი. მერიაში აცხადებენ, რომ დაასრულეს სანიაღვრე არხების გაწმენდა და ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარია. კიდევ უფრო დიდი თოვლის საფარია მაღალმთიან სოფლებში. ოფიციალური ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია, როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.

 
დღის ამბები