
"უკრაინისთვის არცერთხელ არც დაგვიყვედრებია და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ არაერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მუდმივად უტევდა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მისი გადაგდებისკენ მოუწოდებდა", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ინტერესია ომის შეწყვეტა და მსოფლიოს გადაწყობა სამშვიდობო პროცესებზე.
"რასაკვირველია, ინტერვენცია რუსეთის მხრიდან მოხდა, ამას თქმა არ უნდა. მაგრამ ამის წინაპირობები იყო ძალიან ბევრი. საქართველოსთვის მნიშვნელობა აქვს იმას, ამ ტურბულენტურ სიტუაციაში გადარჩეს. უკრაინისთვის არცერთხელ არც დაგვიყვედრებია და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ არაერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მუდმივად უტევდა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მისი გადაგდებისკენ მოუწოდებდა. ტრამპსაც თავისი დამოკიდებულებები აქვს ზელენსკის მიმართ, მაგრამ ჩვენი ინტერესი რა არის, ეს არის მთავარი. ჩვენი ინტერესი არის ომის შეწყვეტა და მსოფლიოს გადაწყობა სამშვიდობო პროცესებზე. მე არ მგონია, უკრაინა ტრამპმა მიატოვოს რუსეთის აგრესიის წინაშე," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.