21 თებერვალი 2025,   18:40
ვრცლად
"საქართველოს შემთხვევაში, N1 პრობლემა არის ის, რომ კლანური სასამართლოს ფასადურ რეფორმას აფინანსებდა USAID-ი" - გიორგი ვაშაძე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც USAID-ის მხრიდან არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას ეხება, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე გავლენა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ მოახდინა. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში USAID-ის ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მართლმსაჯულების "ფასადურ" რეფორმას აფინანსებდა.

"ერთადერთი გავლენა რუსეთზე მოახდინა რუსეთთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ. საქართველოს შემთხვევაში, ნომერ პირველი პრობლემა არის, რომ კლანური სასამართლოს ფასადურ რეფორმას აფინანსებდა USAID-ი, ასევე, პრობლემაა, რომ ჩინეთთან მოთანამშრომლე ხელისუფლებას, რომელსაც უნდა, რომ ანაკლიის პორტი გადასცეს ჩინეთს, ეხმარებოდა ფასადური რეფორმების შესაქმნელად, - ეს შეცდომაა. მაგალითად, როდესაც იუსტიციის სახლის გაკეთებაში მე მეხმარებოდა USAID-ი, როცა ვმუშაობდი, ეს იყო ძალიან სწორი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა მსოფლიოში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებზე USAID-ის გავლენასთან დაკავშირებულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა: "USAID-ს, შესაძლოა, ჰქონოდა როლი. თუმცა შედეგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა".

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა. სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე. "დემოკრატიის ეროვნულ ფონდში" განაცხადეს, რომ ვეღარ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს.

დღის ამბები