ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და თანამშრომლობის საკითხებზე. ასევე, ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნებზეც და არსებულ პოლარიზაციაზე.
ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციამ შეხვედრა ოპოზიციასთანაც გამართა.