როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამით ტრამპის მუქარას უპასუხა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საქონელს ტარიფებს დაუწესებს და ეს "საკმაოდ მალე" მოხდება.
"განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. აშკარად არის ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობა, ამიტომ ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან ძლიერი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ, ასევე, ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს.
შაბათ-კვირას ჩვენ მოწმე გავხდით, როგორი მკაცრი ტარიფები დაწესდა კანადასა და მექსიკაზე, ეს ტარიფები ზრდის ბიზნესის ხარჯებს, ზიანს აყენებს მუშაკებსა და მომხმარებლებს, ქმნის არასაჭირო ეკონომიკურ რღვევას და იწვევს ინფლაციას. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამას კარგი შედეგი მოქონდეს, ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტიულ დისკუსიებს და ადრეულ ჩართულობას. ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცე რჩება თავის მრავალმხრივ ვალდებულებებში," - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.