04 თებერვალი 2025,   14:45
ვრცლად
26 ოქტომბერს საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა, სურთ თუ არა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს - მიხეილ ყაველაშვილი

სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას.

"ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება; ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა, უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას. სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები