ხერსონის ოლქზე ოკუპანტის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არიან დაშავებულები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 94 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სულ რამდენიმე დღით შეაჩერა და კიევის სამხედრო მხარდაჭერა შტატებმა, თებერვლის პირველი რიცხვებიდან განაახლა.