ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება 30 დღით შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები სასაზღვრო დაცვის გაძლიერების შესახებ.
მექსიკის პრეზიდენტი საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად 10 000-ს სამხედროს გაგზავნის.
კანადა კი საზღვრის დაცვის გეგმას მილიარდ სამასი მილიონით დააფინანსებს. ამასთან, იღებს ნარკოტიკის კონტრაბანდასთან ბრძოლის დამატებით ვალდებულებას.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს კანადურ ენერგომატარებლებს.