04 თებერვალი 2025,   14:57
ვრცლად
"დადასტურებული ცნობა, რომ USAID-ი გადატრიალებას გეგმავდა, თუნდაც საქართველოში, არ არსებობს" - თეონა აქუბარდია

USAID-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებულ განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

საკითხთან დაკავშირებით დღეს, სოციალურ ქსელში პოსტი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა. პაპუაშვილი წერს, რომ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე, მისივე სიტყვებით არჩევნების აყირავების მოთავეები არიან.

ოპოზიციურ სპექტრში კი აცხადებენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში დემოკრატიაა და იქ ინსტიტუციები არსებობს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ USAID-ი თუნდაც საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა.

"საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დემოკრატია და შეერთებულ შტატებში არსებობს ინსტიტუციები, შესაბამისად რას ამბობს მასკი ერთია, რა არის ფაქტი არის მეორე.

USAID-ი არა თუ გაუქმდა, არამედ სახელმწიფო მდივანი ჩაუდგა მას სათავეში. არანაირი დადასტურებული ცნობა, რომ USAID-ი გადატრიალებას გეგმავდა, თუნდაც საქართველოში არ არსებობს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები