04 თებერვალი 2025,   15:08
ვრცლად
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ უკრაინა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომას მისცემს

ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ უკრაინა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომას მისცემს. საუბარია იშვიათ მინერალებზე. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გააკეთა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ მას მიანიშნა, რომ ღიაა ტრამპის მიერ გაჟღერებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.

მედია წერს, რომ უკრაინას ურანის, ლითიუმის და ტიტანის უდიდესი რეზერვები აქვს.

"ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის შესახებ, მათ ძალიან იშვიათი მინერალების მარაგი აქვთ. ჩვენ გვსურს, რომ ის, რაც მივეცით გარანტიის სახით, დავიბრუნოთ. გარანტიები გვჭირდება. ფულს ხელში ვაძლევთ, ასევე, აღჭურვილობასაც. ევროპელები აქ ვერ გვეწევიან, ეს უნდა გამოასწორონ. ჩვენ შორის ოკეანეა და ისინი ვერ გვითანაბრდებიან. მათთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ისინი იმდენს მაინც უნდა იხდიდნენ, რამდენსაც ჩვენ. ჩვენზე მეტსაც კი უნდა იხდიდნენ, თუმცა ეს მილიარდობით დოლარით ნაკლებია, ამიტომაც უკრაინასთან გარიგების დადება გვინდა, იმის უზრუნველსაყოფად, რასაც ვაძლევთ. მათ ეს საკუთარი მინერალების მარაგით და სხვა რამით უნდა აანაზღაურონ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები