"პრეზიდენტი წარდგება თავისი მოხსენებით, სადაც იგი შეაჯამებს მთლიანად წლის მოვლენებს, როგორ ვითარდება გეოპოლიტიკური კონიუნქტურა, სად ხედავს ჩვენს როლს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
"მიხეილ ყაველაშვილს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აკისრია, არის ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია, რომელიც ასე იქნა შერყეული, არის გამოსასწორებელი. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბატონი ყაველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებს," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებით გაიხსნება.