მმართველ გუნდში USAID-თან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროცესები, რომელიც უცხოური თანხების შემოდინებით ადგილობრივი NGO-ბი ახორციელებდნენ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
დავით მათიკაშვილის თქმით, ეს პროცესები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის ხელისუფლებასაც აზიანებდა და სწორედ ამიტომ, დღევანდელი შტატების ხელისუფლება აღნიშნული ქმედებების წინააღმდეგ იბრძვის.
"დიახ, ეს შემოდინებული თანხები, 2020 წელს გაყალბებული პარალელური დათვლები, "კანვასის" ჩატარებული ტრენინგები, ის პროცესები, რომლითაც უცხოური თანხებით ადგილობრივი ე.წ NGO-ბი ახორციელებდნენ ჩვენს ქვეყანაში, იყო საქართველოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ შეერთებული შტატების წინააღმდეგაც მიმართული აქტები.
ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება და სწორედ, ეს ბრძოლა არის დასტური, რომ ჩვენი ხელისუფლების ყველა ქმედება იმისთვის, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე შემოდინებული თანხები და ქვეყნის სუვერენიტეტი ყოფილიყო გაზრდილი იყო და არის სწორი პროცესი და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ხაზს ბოლომდე გავყვებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.