04 თებერვალი 2025,   14:54
ვრცლად
"ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება" - ოლაფ შოლცი უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებაზე

გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, სადაც შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ დახმარებას, თუ უკრაინა შეერთებულ შტატებს იშვიათ მინერალებზე წვდომას მისცემს.

ოლაფ შოლცმა განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

დღის ამბები