04 თებერვალი 2025,   14:51
ვრცლად
"მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნა" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ისაუბრებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე.

მისივე შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტს ღირსება დაუბრუნდა.

"მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, საუბარი იქნება იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი მოხსენება.

კიდევ ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მომენტი - იმ დაზიანებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ფონზე, რაც მემკვიდრეობით წილად ხვდა მიხეილ ყაველაშვილს, მას ბუნებრივია ახალი გამოწვევა აქვს, მან ღირსება დაუბრუნა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამ მიმართულებით ის თავის საქმიანობას გააგრძელებს," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებით გაიხსნება.

 

დღის ამბები