04 თებერვალი 2025,   12:34
ვრცლად
ჩვენ ვალდებულნი ვართ დავარწმუნოთ გადასახადის გადამხდელები, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება - მარკო რუბიო USAID-ის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ამჟამად ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მოქმედი დირექტორია.

მედიის ცნობით, სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა. ამასთან, პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.

"ის უნდა შეესაბამებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. ეს არ არის გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. საუბარია გადასახადის გადამხდელთა დოლარებზე. ხალხი მარტივ კითხვებს სვამს - რას აკეთებენ ამ ფულით? ჩვენ ვხარჯავთ გადასახადის გადამხდელთა ფულს. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავარწმუნოთ გადასახადის გადამხდელები, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება", - განაცხადა მარკო რუბიომ.

დღის ამბები