30 იანვარი 2025,   12:27
ვრცლად
"კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ღალატში ეჯიბრებიან - ევროპის კონკრეტულ სტრუქტურაში გაგზავნილი წერილი ძალიან ჰგავს ორჯონიკიძის წერილს" - დავით მათიკაშვილი

"წერილი, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა ევროპის კონკრეტულ სტრუქტურაში, ძალიან ჰგავს ორჯონიკიძის წერილს - თბილისი თავზე ფრიალებს წითელი დროშა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რითაც რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების მოთხოვნას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის სუვერენიტეტს არ დათმობს.

საუბარია წერილზე, რომლითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს დელეგაციის მანდატის არაღიარების მოთხოვნით, ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს.  

"ღალატში ერთმანეთს ეჯიბრებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერების მხრიდან კი ხდება გამხნევება. სწორედ ის წერილი, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა ევროპის კონკრეტულ სტრუქტურაში, ძალიან ჰგავს ორჯონიკიძის წერილს - "თბილისი თავზე ფრიალებს წითელი დროშა". ვერ ეღირსება ვერავინ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირებასა და დასუსტებას," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები