30 იანვარი 2025,   12:27
ვრცლად
რა პირობებით დარჩება საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - გადაწყვეტილება სტრასბურგში დღეს უნდა მიიღონ

რა პირობებით დარჩება საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში? გადაწყვეტილება სტრასბურგში დღეს უნდა მიიღონ. საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრას გამართავს.

ქართული ოპოზიციის მოთხოვნა ასამბლეის დღის წესრიგში EPP-ის წარმომადგენელმა ორი დღის წინ, ზამთრის სესიის გახსნაზე დააყენა. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭოს ასამბლეა წარმოდგენილ მოსაზრებებს გაიზიარებს და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"რამდენად განხორციელდება მანდატების შეზღუდვა, დღეს ცოტა ადრეა საუბარი, თუმცა დღის განმავლობაში უკვე მონიტორინგის კომიტეტზე და გენერალურ ასამბლეაზე მოხდება საბოლოო ჯამში რეზოლუციის კენჭისყრა, რომელიც, დიდი ალბათობით, ითვალისწინებს, რომ ამ მანდატების არაღიარების საკითხი გადავა უკვე გაზაფხულის სესიაზე, თუმცა საქართველოს დელეგაციას მანამდე ექნება ძალიან შეზღუდული უფლებები და შეზღუდულ უფლებებთან ერთად, მათ ექნებათ ვალდებულებები, შეასრულონ რამდენიმე მიმართულებით საკითხები, იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მანდატები", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი.

შეფასება გააკეთა ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა, ლანა გალდავამ.

"ცნობილია ის, რომ კომიტეტებიდან გაცხადებული ტექსტის მიხედვით აქვთ შეზღუდული მანდატი აპრილამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართლი ოპოზიციის მიერ დასმული მოთხოვნები - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩატარება, დანაშაულებში მხილებული პირების მიმართ საქმის წარმოება და გამოძიების ნორმალურ რეჟიმში წარმართვა არის ის მოთხოვნები, რომელიც ქართლ ოცნებას შესასრულებელი აქვს", - აცხადებს ლანა გალდავა.

 

დღის ამბები