29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქცია, სადაც მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო, დასრულებულია.

აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს უერთდება.

ადგილზე ცოტა ხნის წინ იყო სიტყვით გამოსვლები, რის შემდეგაც, საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება მსვლელობით წასულიყვნენ რუსთაველზე.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები