28 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ევროპარლამენტმა გასული სამი წლის განმავლობაში მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე ხუთი რეზოლუცია, რომელიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა" - ირაკლი კობახიძე

"ევროპარლამენტმა გასული სამი წლის განმავლობაში მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე ხუთი რეზოლუცია, რომელიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქართული ოცნების" სახელით პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს განცხადებით მიმართა.

"სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ჩარევის ნაწილის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან, მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები