22 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
"არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას" - პროკურატურამ ხატია დეკანოიძე და ბადრი ჯაფარიძე არჩევნების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურა არჩევნების საქმეზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას განაგრძობს. უწყებაში დაბარებულია ბადრი ჯაფარიძე. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ჩვენებას მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. ჯაფარიძეს სასამართლოში ნახევარ საათში ელოდებიან. გამოკითხვაზეა დაბარებული "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძეც.

"მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ პროკურატურაში სათანამშრომლოდ. მე არ მივიჩნევ ამ პროკურატურას, რომ გამოხატავს საქართველოს ინტერესებს, რა თქმა უნდა, გამოხატავს ერთი ადამიანის ინტერესებს. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

პროკურატურამ გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვთ.

დღის ამბები