22 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობას აახლებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს. კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია).

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც კლინიკის განახლებული ინფრასტრუქტურის შესახებ, ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დაწესებულება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდა და კლინიკა უმაღლესი სტანდარტების დაცვით განაგრძობს მუშაობას.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილება 12 საწოლზეა გაშლილი, მოწყობილია ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე - ბოქსირებული პალატა. კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, განთავსებულია 12 საწოლი - I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები.

ჯამში, ორივე დეპარტამენტში, 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები