ტერორისტული აქტის მომზადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს, გამოძიება გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა კიდევ ერთი მოწმის, ვაჟა ცეცაძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში.
"კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე, დაისვა თუ არაა კითხვა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით? - ვაჟა ცეცაძე პასუხობს, რომ კითხვები გარკვეულ ადამიანებთან დაკავშირებით დაისვა. ცეცაძემ აღნიშნა, რომ საქმე გრიფირებულია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"დიახ, იყო კითხვები გარკვეულ ადამიანებთან დაკავშირებით. საქმეს ადევს გრიფით "საიდუმლო." ვარ სამხედრო, კარგად მესმის, რას ნიშნავს გრიფი. შესაბამისად, კითხვებზე შევიკავებ თავს," - განაცხადა ვაჟა ცეცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება ადვოკატს, ბექა კვინიკაძის განცხადებით, ცეცაძემ ზოგადი ხასიათის კითხვებზე გასცა პასუხი.
"აღნიშნულ საქმეს ადევს გრიფით "საიდუმლო." აქედან გამომდინარე, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ბატონ ვაჟას დაუსვეს ზოგადი ხასიათის, საქმესთან დაკავშირებით არაფრის მომცველი კითხვები და ბატონმა ვაჟამ ყველა კითხვას გასცა პასუხი," - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.
მანამდე, მაგისტრი მოსამართლის წინაშე კიდევ ერთი მებრძოლი წარდგა. სწორედ გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა ახსენეს პირველად ბიძინა ივანიშვილი. დაადასტურეს, რომ გამოძიების კითხვები მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.