25 ნოემბერი 2024,   12:14
ვრცლად
ტრამპის მკვლელობის მცდელობის ქართული შეფასებები - რა პარალელს ავლებს მმართველი გუნდი ინციდენტის მოტივსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორის

პარლამენტის თავმჯდომარე, ტრამპზე თავდასხმის შემთხვევის გაუფასურების მცდელობაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი ინციდენტის მოტივსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს.

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმის შესახებ უმრავლესობის ნარატივი მიუღებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. მათი შეფასებით, ინციდენტის მიზეზი პოლარიზაციაა, რომლის დაძლევასაც ამერიკა აუცილებლად შეძლებს.

პენსილვანიის შტატში დონალდ ტრამპზე შეიარაღებულ თავდასხმას, განცხადებით გამოეხმაურა "ხალხის ძალაც", მათი თქმით, მიზეზი ღირებულებებია, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკა დგას.

ფაქტის შეფასებებისას, ის, რაც ყველა პოლიტიკოსს, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად აერთიანებს არის აღშფოთება, ძალადობა პოლიტიკაში ყველა მათგანისთვის მიუღებელია.

დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოციალურ ქსელში გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი და უმრავლესობის ლიდერი, რომელთა შეფასებითაც, პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა. დონალდ ტრამპზე თავდასხმა დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც, მისი თქმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, პოლიტიკოსებმა მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

დღის ამბები