საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის ლაშა დვალის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრების რწმენას გრძნობდნენ.
მისივე თქმით, ისტორიული დღეებია და ეროვნული ნაკრების წევრები გაჩერებას არ აპირებენ.
"ძალიან გახარებულები ვართ, დიდი დახვედრაა, ისტორიული დღეებია, ისტორიული პერიოდია და არ ვაპირებთ გაჩერებას, მომავალი წინ არის. იგრძნობოდა რწმენა, რომ გულშემატკივრებს ჩვენი სჯეროდათ. გააგრძელონ ჩვენ მიმართ რწმენა, გჯეროდეთ ჩვენი და ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ქართველი ხალხი", - განაცხადა ლაშა დვალმა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.