რუსთავი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადება. ქალაქის ცენტრალურ პარკში, "ოქსიგენ ფესტის" სივრცეში მოწყობილ დიდ ეკრანთან, დილიდან ემზადებიან ფეხბურთის გულშემატკივრები.
ადგილზე მოწყობილია კვების, სასმელების და დასასვენებელი სივრცეები. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სტუმრების განწყობაზე დი ჯეი იზრუნებს.
საღამოს 18:00 საათზე, დროშებით მორთული ელექტრომობილებით და "სქროლებით", ახალგაზრდები რუსთავის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.