25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთიან დეკლარაციას მხარს უჭერს - განცხადება ექსპრეზიდენტმა, 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომაზე ჩართვისას გააკეთა

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთიან დეკლარაციას მხარს უჭერს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომაზე ჩართვისას ისაუბრა.

"ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო რაც შესაძლებელია. ვუჭერ მხარს ერთიანობის დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ვუჭერ მხარს წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ნუ შეგვეშინდება ძალადობის, ნუ შეგვეშინდება საზიზღრობების. იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა", - აცხადებს სააკაშვილი.  

დეკლარაცია ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გააფორმა, მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი–მეტი თავისუფლება", "დროა", "ახალი", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

პარტიები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "ქართული ქარტიის" და მისი პრინციპების გარშემო ერთიანდებიან.

 

დღის ამბები