25 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
ვენეციის კომისიამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს გარემოებას, რომ ერთსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის რეგისტრაციის შესაძლებლობის არქონა, არღვევს "დისკრიმინაციის აკრძალვის" შესახებ ადამიანის უფლებათა საყოველთაო კონვენციის მეთოთხმეტე მუხლს.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს კანონის ტექსტის იმგვარად შესწორებას, რომელიც ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარების საშუალებას იძლევა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ მარტოხელა ადამიანს შეუძლია აღზარდოს ან იშვილოს ბავშვი, სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციას წარმოადგენს კონვენციის მიხედვით.

კომისიის რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ზღუდავს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის უფლებას ყველა იმ პირისთვის, ვინც თავს ბიოლოგიურად ("გენეტიკურად ქალი") ქალს ან ბიოლოგიურად ("გენეტიკურად კაცი") კაცს არ მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

დღის ამბები