25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ქარიშხალმა ალავერდის მონასტერი მნიშვნელოვნად დააზიანა, დილიდან ზარალს ითვლიან - ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ქარიშხალმა ალავერდის მონასტერი მნიშვნელოვნად დააზიანა, დილიდან ზარალს ითვლიან.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, როგორც მონასტერში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი უკვე დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და აღწერეს ყველა დაზიანება.

სტიქიური მოვლენა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ქარიშხალმა დააზიანა კომპანია "ბადაგონის" კუთვნილი ვენახები.

დღის ამბები