ჯანდაცვის კომიტეტმა, პანდემიის დროს, სამართალდარღვევების გამო დაჯარიმებული პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს. საერთო ჯამში ცვლილებები მისი ამოქმედების შემთხვევაში 2 000-მდე პირს შეეხება.
საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ჯარიმა ჯერ კიდევ არ აქვთ გადახდილი.