25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს

პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მისი ცოლი ავრცელებს.

"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!" - წერს ირმა მალაციძე Facebook-ზე.

ცხედარს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში მიაგნეს.

57 წლის პროფესორს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ოპერაცია მიმდინარეობდა დრონებითაც, სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ახლობლები და მოხალისეები. დაწყებულია გამოძიებაც.

ქუჩის კამერების ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად გაირკვა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს ვაკის პარკის წინ, აფთიაქში და ქსელურ მაღაზიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის პარკის ტერიტორიაზე შევიდა. ცხედარი უკვე გადაასვენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, პროფესორის გარდაცვალების მიზეზს სწორედ ექსპერტიზა დაადგენს.

 

 

დღის ამბები