ჰაჯის პილგრიმობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 1300 ადამიანს გადააჭარბა.
ინფორმაციას საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. მიზეზად, ცხელ ამინდში შორ მანძილზე სპეციალური თავშესაფრების გარეშე გადაადგილება დასახელდა.
ჰაჯის დროს ქალაქ მექაში ტემპერატურა ცელსიუსით +50 გრადუსს აჭარბებდა. გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.
ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ დაღუპულთა 80 პროცენტზე მეტი იმ კატეგორიაში შედიოდა, რომლებსაც ჰაჯში მონაწილეობის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ.