პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე ცვლილებების ინიცირების მიზნად, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ასახელებს.