ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში 3 700 დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაყიდა. ყალბი ფული ამოღებულია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე.