25 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას ორი სახის სამართალდარღვევა ჩაიდინეს.

“საქმე ეხება ორ სამართალდარღვევას - იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევას და პირბადის ტარების წესების დარღვევას“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღის ამბები