ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 73 პირი. ისრაელის პრემიერმა "ომის კაბინეტი" დაითხოვა. ნეთანიაჰუს არ მოეწონა მათი განცხადებები, რომ ომის მიზნები გაუგებარია.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის სექტორში "ტაქტიკურ პაუზას" ემხრობა. გალანტი მიიჩნევს, რომ პაუზა აუცილებელია იმისთვის, რომ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს.
ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი ისევ პრემიერის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. თელ-ავივში ანტისამთავრობო დემონსტრაცია ღამით პოლიციამ დაშალა. დაკავებულია ცხრა ადამიანი. დაშავდა სამი მომიტინგე.