25 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით, ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა.

მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება იყო. ისაუბრეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე და მათ ინფორმირებაზე.

"გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვემასპინძლა ცესკო-ს თავმჯდომარისთვის, რომელმაც მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში არჩევნებთან დაკავშირებით. იმ ძალისხმევაზე, რომელიც გაწეული ჩვენი ქვეყნის მხრიდან. იმ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელიც ინკორპორირებულია ამ პროცესში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი დარჩიაშვილმა.

დღის ამბები