25 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
საქართველო და სომხეთი არიან დაინტერესებული, დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს... ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაციის დაჩქარება შესაძლებელია ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში- ო’ბრაიენი

"საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს. ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაციის დაჩქარება შესაძლებელია ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში," - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს. ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაციის დაჩქარება შესაძლებელია ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, გვქონდეს სავაჭრო გზა, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთში გაივლის და ხმელთაშუა ან შავი ზღვიდან გამოვა. ეს მარშრუტი შეავსებს უკვე არსებულ მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში, შავ ზღვასთან გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს. ამ შესაძლებლობას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს."-აცხადებს ო ბრაიენი.

დღის ამბები